22:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 12:57:39, 516 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე - გვარამიამ თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ დაინტერესებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობით

„გვარამია თუ დაინტერესებულია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებით, მან თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

„რაც შეეხება გვარამიას განცხადებას, მან თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ დაინტერესებულია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებით  და, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვისა და მისი ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობით, უნდა მობრძანდეს და გასცეს გენინსპექციის წარმომადგენლების კითხვებს პასუხი და მიაწოდოს ინფორმაცია", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

როგორც ცნობილია, 2021 წლის 24 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის  მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას გაესაუბრება.

ნიკა გვარამიას ცნობით,  №18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის  უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია  არ არსებობს და ციხის საავადმყოფოში მისი გადაყვანისას იმიტირებული ბუნტი იგეგმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics