18:48 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-24 11:54:00, 1336 ნახვა

მსოფლიო
გაზპრომი მოლდოვას ბუნებრივი აირის შეწყვეტით ემუქრება

რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ "გაზპრომმა" შეიძლება სრულად უარი თქვას, მოლდოვის გაზით მომარაგებაზე. 

როგორც გაზპრომის განცხადებაშია აღნიშნული თუ კიშინიოვი არ დაფარავს ვალს და არ შეთანხმდება ახალი კონტრაქტის პირობებზე, ქვეყანას გაზმომარაგება შეუწყდება. 
როგორც რუსული ენერგოკომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა, მოლდოვას ვალი, გაზზე შეადგენს 433 მილიონ დოლარს და გადახდების დაგვიანების გათვალისწინებით, ვალის მთლიანი ოდენობა იზრდება. ამჟამად ქვეყნის ვალი 709 მილიონი დოლარია.

"ამავდროულად, მოლდოვის წარმომადგენლებს, რატომღაც, არ სურთ დაგროვილი დავალიანების აღიარება. მოლდოვის წარმომადგენლებს ასევე არ მოსწონთ გაზის ფასი, თუმცა აქ ფასები მკაფიო და გამჭვირვალეა", - აცხადებეს კუპრიანოვი.

"ჩვენ კრიტიკული სიტუაციის წინაშე ვდგავართ", – ამბობს მოლდოვის პრემირმინისტრი, ნატალია გავრილიტა.

სექტემბერში Gazprom-მა და Moldovagaz-მა კონტრაქტი 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივეს, თუმცა, პრემიერის თქმით, Moldovagaz-ი ქვეყანას სამყოფ გაზს არ აწვდის და ოქტომბერში მიღებული ბუნებრივი აირის რაოდენობა იმის მესამედია, რაც ჩვეულებრივ ოქტომბერში უნდა მიეწოდებოდეთ.
ევროზონაში მიმდინარე ენერგოკრიზისის გამო მოლდოვის გაზზე მოთხოვნილების მხოლოდ 67%-ია დაკმაყოფილებული, რამაც პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აიძულა.

 მოლდოვა კვლავ ცდილობს ურთიერთობას Gazprom-თან ამ პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების იმედი არ აქვს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics