01:49 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-23 11:16:38, 500 ნახვა

საზოგადოება
ქალაქ ციურიხში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა

ქალაქ ციურიხში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცეპრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი  დაესწრო. - ამის შესახებ ინფირმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა, რომელიც ჩვენი ღვინის პოპულარიზაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს. სამიზნე ბაზრებზე ქართული ღვინო სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაღალი მსყიდველობის შესაძლებლობის ბაზრებზე ჩვენი ღვინის წარმოჩენა. ისეთი ცენტრები, როგორიც ახალი გალერეაა, დიასპორის ჩართულობით, ხელს უწყობს ქართული ღვინის წარმოჩენას როგორც შვეიცარიაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორ მინისტრმა აღნიშნა, ციურიხში გახსნილი ქართული ღვინის გალერეა 12 ქართველი მწარმოებლის სხვადასხვა სახეობის ღვინოს შესთავაზებს მყიდველს.
ქართული ღვინის გალერეის გახსნის იდეა ციურიხში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენ ზვიად არაბიძეს ეკუთვნის. მისივე ინიციატივით გაიხსნა და ფუნქციონირებს ციურიხში საკვირაო სკოლა და ბიბლიოთეკა ქართული დიასპორისთვის.

გალერეის გახსნის ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი ბიზნესწრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ზვიად არაბიძის განცხადებით, 8 ათასი წლის ისტორიის ქართულ ღვინოს შვეიცარიაში ადგილის დამკვიდრება არ გაუჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, შვეიცარიაში გახსნილმა ქართული ღვინის პირველმა გალერეამ მომხმარებელს მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ღვინო შესთავაზოს და დაინტერესებულ პირებს  ქართული ღვინის კულტურა და ისტორია გააცნოს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics