21:59 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 20:27:44, 1269 ნახვა

სამართალი
ბექა ბასილაია - პროკურატურამ რა მასალებიც გადმომცა, იმ მასალებში არ არის ვიდეომასალები

ამ საქმეში ვიდეო მასალები გადმოგვეცა ორ ადვოკატს, - ნარიმანიძის ადვოკატებს ეს მასალები გადაეცა მაშინ, როდესაც "ტელეიმედს" ეს მასალა უკვე გავრცელებული ჰქონდა. ამის შესახებ მესამე  პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ  განაცხადა, რომლითაც იგი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მას აქვს აქვს პროკურატურისგან გადმოცემული რამდენიმე მეხსიერების ბარათი, სადაც ეს მასალა ჩაწერილი არ არის.

„მე მინდა ვუპასუხო პროკურატურის სიცრუეს: ამ საქმეში ვიდეო მასალები გადმოგვეცა ორ ადვოკატს, - ნარიმანიძის ადვოკატებს ეს მასალები გადაეცა მაშინ, როდესაც "ტელეიმედს" ეს მასალა უკვე გავრცელებული ჰქონდა. რაც შეეხება მეორე ადვოკატს, მეორე ადვოკატი ვარ მე, რომელსაც ეს მასალები გადმომეცა. როგორ ფიქრობთ, მე ეს მასალები გადავეცი "ტელეიმედს"? - ამავდროულად, პროკურატურამ რა მასალებიც გადმომცა, იმ მასალებში არ არის ის ვიდეომასალები. დამაკლეს, არ მომცეს, დამიმალეს? მე მაქვს პროკურატურისგან გადმოცემული რამდენიმე მეხსიერების ბარათი, სადაც ეს მასალა ჩაწერილი არ არის. უფრო მეტიც, ამ მასალის გავრცელების შემდეგ, ვინაიდან საქმე არის 6 ტომიანი და იყო რამდენიმე მეხსიერების ბარათი, მე დავუკავშირდი საქმის გამომძიებელს და ვკითხე, ეს მასალა ნამდვილად არის ამ საქმეში? მან მითხრა, რომ ეს მასალა ჩვენთვის გადმოცემული არ არის და საერთოდ, რა მასალაზეა საუბარი, არ იცის“, - განაცხადა ბასილაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics