23:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 14:06:33, 469 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, ბექა ვაჭარაძე მეორე ტურში დიდი სხვაობით მოუგებს გიგი უგულავას

დარწმუნებული ვართ, ბექა ვაჭარაძე მეორე ტურში დამაჯერებლად, დიდი სხვაობით მოუგებს გიგი უგულავას, რომელიც იმ ბოროტების ერთერთი გამორჩეული სახეა, რასაც ნაცმოძრაობა ჰქვია - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფოთში, მერობის კანდიდატთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დასრულდა შეხვედრები სამეგრელოს რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში, სადაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.

„დავასრულეთ შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში , 7 მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება. ფოთში პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს ვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უნდა ვიყოთ მობილიზებული  არჩევნების მეორე ტურისთვის. 30 ოქტომბერს ჩვენ გვჭირდება დამაჯერებელი გამარჯვება, ამაში დარწმუნებული ვართ. ფოთში პირველი ტურის შედეგებიც იყო სათანადო, 47 % მიიღო ჩვენმა კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ, შესაბამისად, ყველანაირი საფუძველი არსებობს  დიდი სხვაობით გამარჯვებისთვის და ეს ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვართ, ბექა ვაჭარაძე მეორე ტურში დამაჯერებლად მოუგებს გიგი უგულავას, რომელიც არის იმ ბოროტების ერთერთი გამორჩეული სახე, რასაც ქვია ნაცმოძრაობა და დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც 9 წლის განმავლობაში ძალიან მძიმედ დაგვამახსოვრდა" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics