|
2021-10-22 11:22:21, 627 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ტყიბულში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ტყიბულის რაიონში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო. ,,ჩაროზი"როგორც საწარმოს, ასევე მაღაზიას აერთიანებს და მომხმარებელს 8 სახეობის ჩურჩხელასა და სხვადასხვა ხილის ჩირებს სთავაზობს. პროექტის ჯამური ღირებულება 70,000 ლარს შეადგენს. საწარმოსთვის საჭირო ინვენტარისა და დანადგარების შესაძენად, საქართველოს ბანკის მიერ 26,500 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე „ჩაროზი“ 5 ლოკაციაზეა წარმოდგენილი (ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, თბილისი მოლი, ღვინის ბუტიკი „შალიაური“ ნუცუბიძეზე, გორგასლის 1, ყველის სახლი ფალიაშვილზე). კომპანია გაყიდვებს ფეისბუქ გვერდის მეშვეობითაც ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ „ჩაროზის“ პროდუქცია უკვე წარმოდგენილია უკრაინის, რუსეთისა და საფრანგეთის ბაზრებზე. „ორგანიზაციებისა და მსხვილი ქსელური სავაჭრო ობიექტებისგან დაინტერესება უფრო და უფრო იზრდება. რამდენიმე კვირის წინ, იაპონიაში პროდუქციის პირველი ნაკადი გავაგზავნეთ. პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ვგეგმავთ სამომავლოდ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ბიზნესი და მეტად გავაქტიურდეთ საექსპორტო ბაზარზეც“, - განმარტავს ელენა ჯიშიაშვილი, „ჩაროზის“ დამფუძნებელი.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)