02:49 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 11:25:00, 536 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა ონლაინ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ონლაინ ფორუმი „კარტოფილის ღირებულების ჯაჭვის მდგომარეობა და პერსპექტივები საქართველოში“ გაიმართა, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიიღო მონაწილეობა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფორუმი პროექტის „ფინანსები, ექსტენცია და კოოპერატივების განვითარება ქართველი ფერმერებისათვის“ (FinExCoop საქართველო) ფარგლებში ჩატარდა და, NIF პროგრამის ნდობის ფონდის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსდა.

ფორუმზე კარტოფილის ღირებულებათა ჯაჭვის გაუმჯობესების და ბაზარზე უკეთესი წვდომის ხელშეწყობის  საკითხები და გამოწვევები განიხილეს.

როგორც ფორუმზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კარტოფილი საქართველოში ერთ-ერთ ძირითად აგრარულ კულტურას წარმოადგენს, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი უჭირავს მოხმარების თვალსაზრისით. კარტოფილის კულტურის განვითარებას განსაკუთრებით დიდი პოტენციალი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აქვს.

„აღსანიშნავია, რომ კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა საქართველოში დაბალია, რაც, მეტწილად, ფერმერთა მიერ ისეთი სათესლე კარტოფილის გამოყენებით არის განპირობებული, რომლებიც ვირუსების ან სხვა დაავადებების მიმართ მდგრადობით არ გამოირჩევა და დაბალმოსავლიან ჯიშებს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას. ამ მიზნით, ფონდის „ქართუ" დაფინანსებით შეიქმნა მცენარეთა მიკროკლონური (IN VITRO) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის ლაბორატორია. ლაბორატორიაში მიმდინარეობს კარტოფილის ინვიტრო მცენარეების გამრავლება, შემდგომ სათბურში გადატანა  და მინი ტუბერების მიღება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეკარტოფილეობის დარგის განვითარებისთვის, რაც არაერთ მიმართულებას გულისხმობს,  სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებას ახორციელებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ფორუმში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი ჟორჟ დეუ, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორი რაფაელ ჟოზანი, FinExCoop საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელი კრისტოფ კორდონიე, შესაბამისი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics