|
2021-10-21 10:12:29, 1105 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - სააკაშვილის მოთხოვნები კანონითაა დაცული, შესაბამისად, უფლებრივ მდგომარეობაზე ობიექტური პრეტენზია არ არსებობს
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა არის კანონის მიხედვით დაცული და, შესაბამისად, უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე სახის ობიექტური პრეტენზია არ არსებობს. ,,უნდა ითქვას ისიც, რომ ექიმების მიერ გაწეული ყველა რეკომენდაცია უკვე შესრულებულია, ბუნებრივია, მსჯავრდებულის თანხმობით. მეტიც, მისი აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა არის კანონის მიხედვით დაცული და, შესაბამისად, უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე სახის ობიექტური პრეტენზია არ არსებობს", – განაცხადა რუსთავი 2-ის ეთერში იუსტიციის მინისტრმა. როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, უწყების მთავარი მიზანია, მიხეილ სააკაშვილის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის, ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. „რაც შეეხება როგორც მის პირად ექიმს, ისე სხვა ექიმებს, ჩვენ მრავალჯერ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრისა, იყოს სტაბილური. სწორედ ამ მიზნით ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩამოვაყალიბეთ კონსილიუმი და დაგვეხმარა ჯანდაცვის სამინისტრო. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ეკატერინე ტიკარაძეს. გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ექიმებთან, რომლებიც არიან ამ კონსილიუმის მონაწილეები. მათ გაგვიზიარეს თავიანთი ძირითადი მიგნებები და გაგვიწიეს გარკვეული რეკომენდაციები", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)