18:02 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 15:40:18, 971 ნახვა

მსოფლიო
ცუკერბერგი Facebook-ის რებრენდინგს და სახელის შეცვლას გეგმავს

ცუკერბერგი Facebook-ის რებრენდინგსა და სახელის შეცვლას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას ტექნოლოგიური გამოცემა, The Verge-ი ავრცელებს. 

Verge-ის ინფორმაციით, ტექნოლოგიური გიგანტის რებრენდინგი კომპანიის ახალ მიმართულებას, ვირტუალურ რეალობასა (VR) და მეტავრესს უკავშირდება. ამ მოსაზრებას ამყარებს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის სიტყვებიც. 

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოსახლეობის აღქმაში სოციალური მედიის კომპანიიდან მეტავრესულ კომპანიად გარდავისახოთ". - განაცხადა ცუკერბერგმა. 

მეტავერსი ციფრული სამყაროა, ერთგვარი სიმულაცია, სადაც მომხმარებლებს საკუთარი საცხოვრებელი გარემოს, პერსონაჟისა თუ ნებისმიერი სხვა სახის პროექტის შექმნა შეუძლიათ, იქნება ეს მუზეუმი, თეატრი, კლუბი თუ სხვა. 

კომპანია Facebook-ის გეგმაა, რომ მომხმარებლებმა 2-განზომილებიანი სოციალური პლატფორმიდან 3-განზომილებიან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლონ და FB-ის VR-სათვალეებით ციფრული სამყაროს ნაწილნი გახდნენ. 

აღსანიშნავია, ცვლილება მხოლოდ კომპანიას შეეხება და არა უშუალოდ სოციალურ ქსელებსა და მის პროდუქტებს.

ექსპერტების შეფასებით, კომპანიის რებრენდინგი მოსალოდნელი და ლოგიკური მოვლენაა, რადგან ტრილიონიანი ტექნოლოგიური გიგანტის ამბიციები და შესაძლებლობები უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სოციალური ქსელების ჰოლდგინს.

Facebook-ის მსგავსი გადაწყვეტილებმა კომპანია Google-მა ჯერ კიდევ 2015 წელს მიიღო და მისმა მფლობელმა კომპანიამ Alphabet Inc დაირქვა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ საძიებო სისტემა კომპანიის ერთადერთი პროდუქტი არ იყო და კონგლომერატს ავტონომიური ელექტრომობილების, წამლებისა და სხვა სახის მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებაც შეეძლო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics