18:02 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 14:25:56, 1005 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - რუსეთი „თალიბანს“ ინკლუზიური მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს

მოსკოვი მოუწოდებს “თალიბანს“  შექმნან ინკლუზიური მთავრობა და  არ გამოიყენოს ავღანეთის ტერიტორია მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, პირველ რიგში ცენტრალური აზიის მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ.- „TASS”-  ინფორმაციით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, ავღანეთის საკითხზე ე.წ. მოსკოვის ფორმატის სხდომის გახსნაზე განაცხადა.

"ჩვენ მოვუწოდებთ "თალიბანის" მოძრაობას მკაცრად დაიცვას ის ხაზი,  და არ  გამოიყენოს ავღანეთის ტერიტორია მესამე ქვეყნების ინტერესების საწინააღმდეგოდ, პირველ რიგში ავღანეთის უშუალო მეზობლების - ცენტრალური აზიის ქვეყნების წინააღმდეგ.“-განაცხადა ლავროვმა.

ამავე დროს, რუსეთის ხელისუფლება აღნიშნავს ავღანეთის ახალი ადმინისტრაციის ძალისხმევას ქვეყანაში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისათვის.

 ლავროვის თქმით, ავღანეთში მდგრადი მშვიდობის მიღწევის ამოცანა კვლავ აქტუალურია.

 ”ჩვენ ვხედავთ მის ("თალიბანის") მომავალ  წარმატებულ გადაწყვეტას, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტად ინკლუზიური მთავრობის ფორმირებაში, რომელიც სრულად უნდა ასახავდეს ყველას ინტერესებს. არა მხოლოდ ეთნიკური, არამედ ქვეყნის პოლიტიკური ძალებითაც . ამგვარად ნაჩვენები წინდახედულობა, იქნება გაკვეთილი მათთვის, ვინც მსხვერპლად სწირავს ეროვნულ ინტერესებს პირადი ამბიციების დაკმაყოფილების მიზნით და ასევე წინასწარ განსაზღვრავს ქვეყნის პროგრესულ განვითარებას.- განაცხადა  ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ავღანეთში ჩამოყალიბებული ძალების ახალ ბალანსს ახლო მომავალში ალტერნატივა არ აქვს.

 შეგახსებევთ, რომ მოსკოვში მიმდინარე შეხვედრას, რომელზედაც ავღანეთის საკითხს განიხილავენ, 10 ქვეყნის წარმომადგენლები და „თალიბანის“ დელეგაცია ესწრებიან, რომელსაც ავღანეთის ვიცე-პრემიერი აბდულ სალამ ჰანაფი ხელმძღვანელობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics