|
2021-10-20 12:17:58, 538 ნახვა
საზოგადოება
საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, კორონავირუსისა და სხვა გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრებისთვის საიზოლაციო სივრცეები მოეწყო
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო-საავტომობილო“, კორონავირუსის და სხვა გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, საზღვრის მკვეთი პირებისთვის (COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევებში) მოწყობილი, დროებითი განთავსების საიზოლაციო სივრცე მოეწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტი (საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა - SBMMG), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის (WHO) რეკომენდაციით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ განხორციელდა. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ აღნიშნა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, ოთხ დატვირთულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“, ,,სარფი“, ,,წითელი ხიდი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ ამოქმედდა დროებითი განთავსების საიზოლაციო სივრცეები, რაც გლობალური პანდემიის გავრცელების პირობებში, მოქალაქეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და იმავროულად ლეგიტიმური მიგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. “აღსანიშნავია, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ, პროექტის - ,,საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა“ (SBMMG) ფარგლებში, განხორციელდა არაერთი დახმარება, მათ შორის, საბაჟო დეპარტამენტს გადაეცა სამკერდე კამერები, ნარკო-დეტექტორები, რამდენიმე მიმართულებით გადამზადდა არაერთი მებაჟე- ოფიცერი და განხორციელდა მხარდაჭერა საბაჟო რისკების ანალიზის დახვეწის მიმართულებით. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო პროექტს მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ ჩვენი ნაყოფიერი, შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,- განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ IOM საქართველოს ხელმძღვანელი სანია სელებიჩ ლუკოვაკი და ევროდელეგაციის წარმომადგენელი ჯურატე ჯუოდსნუკიტე, ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშoრისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე და დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)