|
2021-10-20 11:30:01, 3121 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – საბჭოს პოზიციაა, არსებული რეგულაციების აღსრულების კონტროლი გამკაცრდეს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება და საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია, რომ არსებული რეგულაციების შესრულება მაქსიმალურად გამკაცრდეს. როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, შეინიშნება მატება პირბადის ტარების მაჩვენებელთან მიმართებაში, რაც 47%–ზეა ასული. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, არ არის სასურველი ვაქცინაციის ტემპი, თუმცა არსებობს რესურსი, რომ მოსახლეობის დამატებით ორგანიზება მოხდეს. "საბჭოს პოზიცია ცალსახად არის ის, რომ არსებული რეგულაციების შესრულება მაქსიმალურად გამკაცრდეს, ოდნავი მატება გვაქვს პირბადის გამოყენების მაჩვენებელში 47%–ზეა ასული, ეს მეტად უნდა გაიზარდოს, მონიტორინგი ამ მიმართულებით, იქნება მაქსიმალურად მკაცრი
გამოსავალი ისევ და ისევ არის იმ ბაზისური რეგულაციების აღსრულება, რომელიც ვიცოდით პანდემიის პირველი დღიდან, პირბადე, დისტანცია, ჰიგიენა. ყველაზე ქმედითი არის ეს რეგულაციები. მიმდინარე პერიოდში იქნება დიდი აქცენტი, რომ რეგულაციების მაქსიმალური დაცვა მოხდეს, მაგრამ დამყოლობის ნაწილიც მნიშვნელოვანია და თითოეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს. ვაქცინაციის ტემპი რომელიც ახლა გვაქვს, არ არის სასურველი, მაგრამ არსებობს რესურსი, რომ მოსახლეობის დამატებით ორგანიზება მოხდეს", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)