03:43 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-19 16:22:55, 782 ნახვა

საზოგადოება
ბექა ბასილაია ღარიბაშვილზე -კლოუნის განცხადებაზე სერიოზული პასუხის გაცემა გვიჭირს

ჩვენ ამ „კლოუნის“ განცხადებებზე სერიოზული პასუხის გაცემა გვიჭირს, მაგრამ მთელმა ქვეყანამ იცის და ციხის ადმინისტრაციისთვისაც ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ის არ იღებს არანაირ საკვებს, -  ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადოკატმა ბექა ბასილაიამ  პრემიერ მინისტირ განცხდებაზე საპასუხოდ განმარტა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, „ სააკაშვილი ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტია, რომელიც ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს და მეორე მხრივ, უნდა, რომ ყველამ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე ვილაპარაკოთ“.

"ჩვენ ამ კლოუნის განცხადებაზე სერიოზული პასუხის გაცემა გვიჭირს, მაგრამ, მთელმა ქვეყანამ იცის, ციხის ადმინისტრაციისთვის ნათელია, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ის არ იღებს არანაირ საკვებს და ღარიბაშვილმა, იმის ნაცვლად, რომ ასეთი სამარცხვინო განცხადებები აკეთოს, ამას სჯობს, საქმეს მიხედოს. მათ ძალიან მალე მოუწევთ ხელისუფლებიდან მშვიდობიანად წასვლა", - განაცხადა ბასილაიამ.

ბასილაიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მე-19 დღეა შიმშილობის და დასუსტებულია.

„მიხეილ სააკაშვილი არის როგორც ყოველთვის მხნედ და შემართული გამარჯვებისთვის. ფიზიკური თვალსაზრისით, მე-19 დღეა შიმშილობის და არის დასუსტებული, მაგრამ არის შემართული. შიმშილობის ყოველი მომდევნო დღე მას ენერგიას და ძალებს აცლის. რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილთან შევიდა კონსილიუმი და დაველოდოთ ექიმთა განცხადებებს ამ ნაწილში“, - განაცხადა ბასილაიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics