03:22 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-17 13:19:43, 731 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს.  შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღინიშნა, რომ საკოორდინაციო მართვის ცენტრის მიერ გატარებული აქტიური  ღონისძიებების შედეგად, ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი  იმერეთის რეგიონში წარმატებული იყო. მინიმუმამდე შემცირდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება. მიმდინარე ღონისძიებების განხილვისას, ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობასა და წლის ამ პერიოდში მავნებლის განადგურების მექანიკური მეთოდების გამოყენების საჭიროებაზე. 

მიმდინარე წელს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებსა და აჭარაში, ცივი შესხურების მეთოდით დამუშავდა 35 ათას ჰექტარზე მეტი სოფლების ტერიტორია, 22 ათას ჰექტარზე მეტი სიმინდის მასივი და ჯაგნარი, 100 ჰექტრამდე ტყის პერიმეტრი; თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 70 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი; განთავსდა 5000-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი, 40 000-ზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics