|
2021-10-16 10:20:00, 721 ნახვა
საზოგადოება
დღეს საქართველოში და მსოფლიოში „მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნება
16 ოქტომბერს საქართველოში, ისევე როგორ მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში, „მსოფლიო სურსათის დღე“, გაეროს კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ამ დღეს მსოფლიოს შეახსენებს იმ გლობალურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც პლანეტის მოსახლება დგას. როგორც FAO-ს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, წელს, მგდომარეობა განსაკუთრებით რთულია და გამომწვევი მიზეზებიც მრავლად არის. "COVID19-ით გამოწვეული პანდემია გლობალურ პრობლემად რჩება, იგრძნობა კლიმატის ცვლილების ზეგავლენა, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება კონფლიქტებისა და ჰუმანიტარული კატასტროფების გამო. წლებია, სურსათის უსაფრთხოების პრობლემა არ ყოფილა ასეთი მწვავე“, - აცხადებს FAO-ს გენერალური დირექტორი, კუ დონჟუ. პანდემიის პერიოდში დაახლოებით 100 მილიონით გაიზარდა მსოფლიოში იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც საკვებზე ხელი არ მიუწვდება. FAO-ს განახლებული მონაცემებით, მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა 811 მილიონს აღწევს. პარადოქსია ის ფაქტი, რომ, რეალურად, მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის სურსათი იწარმოება, საიდანაც 14% წარმოების პროცესში, ხოლო 17% მოხმარებისას იკარგება. ამას ემატება მავნებლებისა და დაავადებების ზემოქმედება, ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატების განადგურება, კონფლიქტები და, შედეგად, შეუძლებელი ხდება პლანეტის მოსახლეობის დაპურება. FAO-მ, როგორც სურსათისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ლიდერმა ორგანიზაციამ, შეიმუშავა გარკვეული გეგმა, რომლის მიხედვითაც, გვჯერა, რომ შევძლებთ ამ გლობალური პრობლემების დაძლევას. „ჩვენი მიზნები ამ დევიზში გავაერთიანეთ: უკეთესი წარმოება, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი სიცოცხლე. ჩვენ დავსახეთ მომავალი 10 წლის სტრატეგიული გეგმა, გავწერეთ კონკრეტული ქმედებები, რომ ჩვენი დევიზი რეალობად ვაქციოთ“, - აცხადებს FAO-ს გენერალური დირექტორი „მსოფლიო სურსათის დღის“ გლობალურ აღნიშვნას უერთდება საქართველოში FAO-ს წარმომადგენლობაც და სურსათის უვნებლობის თემაზე ორკვირიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს. წელს საქართველოში მსოფლიო სურსათის დღის მხარდამჭერი იქნება შეფი და კვების ტექნოლოგი ლუკა ნაჭყებია, რომელიც სურსათის უვნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთვება. „FAO-ს წარმომადგენლობა საქართველოში მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს „მსოფლიო სურსათის დღეს“, რომელიც, ამავდროულად, ორგანიზაციის დაარსების დღეც გახლავთ. მოხარული ვარ, რომ FAO კვლავაც წარმატებით აგრძლებს თავის მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში და არ იშურებს ძალისხმევას, რომ თავის პარტნიორებთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად და კლიმატზე ორიენტირებული აგროსასურსათო სისტემების შექმნას, ს, რაც მომავალში თითოეული ფერმერის, მწარმოებლის და მომხმარელის კეთილდღეობაზე აისახება“, - აცხადებს მამუკა მესხი, FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში. FAO-ს გათვლებით, 40-დან 50 მილიონ ა.შ.შ. დოლარამდე ყოველწლიური, მიზნობრივი ინვესტიციაა საჭირო, რომ 2030 წლისთვის მსოფლიოში შიმშილი აღმოიფხვრას. მიზნობრივი ინტერვენციებით შესაძლებელი იქნება ფერმების ტექნოლოგიურად უკეთესი აღჭურვა, ინოვაციების შეტანა ციფრულ სოფლის მეურნეობაში, ქალებისთვის მეტი ცოდნის გაზიარება და ა.შ. ამასთანავე, საჭიროა მონაცემთა უკეთესი შეგროვება, ძლიერი ინსტიტუციები და უკეთესი მმართველობა. „მსოფლიო სურსათის დღეს“ FAO მოუწოდებს თითოეულ ადამიანს, შეიტანოს წვლილი აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნაში და მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები სურსათის ყიდვისა და მოხმარების პროცესში - უპირატესობა მიანიჭოს ადგილობრივ, სეზონურ პროდუქტს და მინიმუმამდე დაყვანოს სასურსათო ნარჩენებისა და დანაკარგების ოდენობა.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)