|
2021-10-15 14:07:10, 566 ნახვა
საზოგადოება
თბილისში არაბული და ადგილობრივი ტურისტული კომპანიების B2B შეხვედრები გაიმართა
თბილისის ტურისტული პროდუქტების ცნობადობის გაზრდის მიზნითა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად, დედაქალაქს არაბთა გაერთიანებული საემიროების, ქუვეითის, კატარის, ომანის, ბაჰრეინისა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში, დღეს თბილისისა და საქართველოს შესახებ პრეზენტაციები, ასევე, სტუმარ ორგანიზაციებსა და ქართულ ტურისტულ კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. „თბილისის მერია სხვადასხვა პროექტის სახით, აქტიურად არის ჩართული ტურიზმის სექტორის აღდგენის პროცესში. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დედაქალაქში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ხელი შევუწყოთ მაღალმხარჯველიანი ბაზრებიდან ვიზიტორების მოზიდვას. არაბული კომპანიების ვიზიტი მნიშვნელოვანია თბილისის საერთაშორისო პოზიციონირებისა და პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენისთვის. აღნიშნული ღონისძიება და B2B სესია ხელს შეუწყობს ქართული და უცხოური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შორის საქმიანი ურთიერთობების გამყარებას. დარწმუნებული ვარ, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით და სწორი მიდგომებით, შევძლებთ, სწრაფად მივაღწიოთ ტურიზმის სექტორის სრულ აღდგენას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს თბილისში რეგისტრირებული ტურისტული კომპანიების მაღალმხარჯველიანი ტურისტული ბაზრების წარმომადგენლებთან საქმიანი კავშირების დამყარება, გამოცდილების გაზიარება და პარტნიორებთან ერთად, მომავალი აქტივობების დაგეგმვა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს Covid 19-ის პანდემიით დაზარალებული ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად. აღნიშნული ღონისძიება ტურიზმის სექტორს საშუალებას მისცემს, აქტიურად იმუშაონ ახალ ტურისტულ ბაზრებზე, მოიზიდონ მეტი საერთაშორისო მაღალმხარჯველიანი ვიზიტორი და ამასთანავე, ხელს შეუწყობს ტურისტული დანახარჯების ზრდას, რაც თბილისის მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აისახება. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან B2B შეხვედრები თბილისის მერიის ორგანიზებით იმართება.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)