06:35 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 17:31:48, 677 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია - 26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთებზე ასფალტის საფარი დაიგო

გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს არაერთი ქუჩის რეაბილიტაცია განახორციელა. მათ შორის, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთებზე ასფალტის საფარი დაიგო, სადაც გზის საფარის მოწყობამდე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ასფალტის საფარი 7 010 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო, რისთვისაც 730 873 ლარი დაიხარჯა.

"ამასთან, აღმაშენებლის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე კი, ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 370 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს და ასფალტის ორი ფენა საფარი 6 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება" - ნათქვამია განცხადებაში 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics