|
2021-10-13 12:57:37, 855 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ პლატფორმა „სუპერგმირთან“ პარტნიორობით 272 ბავშვს უკვე ჰყავს საკუთარი სუპერგმირი
„საქართველოს ბანკის“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და პლატფორმა სუპერგმირის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. პლატფორმის არსებობიდან დღემდე პროექტის ფარგლებში 272 ბავშვს უკვე ჰყავს სუპერგმირი. ეს კი იმას ნიშნავს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველთვიურად ეგზავნებათ მათ საჭიროებებზე მორგებული ამანათი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და ყოველდღიური გამოყენების ნივთებით. სუპერგმირები, პლატფორმის გუნდთან ერთად, ცდილობენ ხელი შეუწყონ მოზარდებს, მიიღონ უკეთესი განათლება და გაიღრმავონ ინტერესები. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკისა“ და პლატფორმა „სუპერგმირის“ თანამშრომლობის მიზანია ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები აქციოს სუპერგმირებად, რომლებიც მოხალისეობრივად იზრუნებენ, რომ მოწყვლად ჯგუფებს გაუხალისონ ბავშვობა. ხშირად სუპერგმირობა არც ისე რთულია. ამისათვის არ არის საჭირო განსაკუთრებული სუპერძალა ან ფრიალა კაპიუშონი, არც მსოფლიოში ყველაზე ბოროტი მტერი ან ტექნოლოგიური კატასტროფა, რომელსაც სუპერგმირის გარდა ვერაფერი შეაჩერებს. ნებისმიერ ადამიანს სულ პატარა ძალისხმევის წყალობით შეუძლია ბავშვის სუპერგმირად იქცეს და მისი ცხოვრება შეცვალოს. სუპერგმირის პლატფორმის გუნდი წინასწარ ეცნობა ბავშვის ისტორიას, ჰობის და ინტერესებს და ყოველი თვის ბოლოს, ბენეფიციარებისთვის კრავს სასაჩუქრე კალათს, რომლისთვისაც პროდუქციას ყველაზე დიდ ინტერნეტ მოლში www.Extra.ge-ს ვებგვერდზე არჩევს. ექსტრას გუნდი ბენეფიციარებთან სუპერგმირების გზავნილის მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს. როგორ გავხდეთ სუპერგმირი? მოხალისე პლატფორმაზე www.supergmiri.ge თავად ირჩევს ბენეფიციარს იწყებს მის ყოველთვიურ დაფინანსებას და ასე ხდება სუპერგმირი. სურვილის შემთხვევაში სუპერგმირს შეუძლია პირადადაც გაიცნოს ბავშვი, გახდეს მისი მეგობარი და მენტორი, გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება, დაეხმაროს საყვარელი საქმის აღმოჩენაში. ამ პროცესში მას დაეხმარებიან სუპერგმირის გუნდის ფსიქოლოგები. მას ასევე შეუძლია მოიწვიოს მეგობარი სუპერგმირები და მათთან ერთად განახორციელოს ყოველთვიური დონაცია. რომლის 100% ხმარდება ბენეფიციარს. პროცესი სრულიად გამჭვირვალეა. "საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი, ღირებული პროექტების მხარდაჭერა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და სუპერგმირის პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ პლატფორმის განვითარებაში, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავახალისოთ, გახდნენ სუპერგმირები და საკუთარი მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მოზარდების განვითარებასა და მათთვის უკეთესი მომავლის შექმნაში. პლატფორმა აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სწამთ, რომ შეუძლიათ შეცვალონ სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ ბავშვების გაბედნიერებასა და მათ განვითარებაში. ჩვენ ერთად უკვე შევძელით 272 ბავშვისთვის ცოტათი მაინც შეგვეცვალა ცხოვრება უკეთესობისკენ",-განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ გოჩაშვილმა. ხანდახან სუპერგმირობას მხოლოდ ღილაკზე ერთი დაჭერა გვაშორებს! დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://supergmiri.ge
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)