|
2021-10-12 15:17:46, 3430 ნახვა
კომენტარი
მეუფე იოსები – ვინც უშეცდომოა, იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს
ვინც უშეცდომოა იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ შემოქმედის მიტროპოლიტი, მეუფე იოსები სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, თუ რატომ მოაწერა ხელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას. როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, ის პოლიტიკურ საქმიანობაში არ ერევა, მაგრამ ამ შემთხვევაში, მისივე თქმით, საქმე საქართველოს ეხება. "მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვაპირებ ჩავერიო პოლიტიკურ საქმიანობაში,მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე საქართველოს ეხება, 40 პროცენტი და შეიძლება მეტიც ითხოვს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას,მართალია უშეცდომო არავინაა და ვინც უშეცდომოა იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს,აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობი 50 პროცენტის მოთხოვნა, მკვლელობები სასჯელები თუ სხვა უპატიებელი ცოდვები ჩვენ ქვეყანას არაფერს მოუტანს პირიქით ღმრთისგან სასჯელს მივიღებთ. უფალი ბრძანებს მოწყალება მნებავს და არა მსხვერპლი,აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ღმერთის იესო ქრისტეს ეს სიტყვები. და თუ საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასჯაზე,პირველ რიგში ზვიად გამსახურდიას მკვლელები,რატომ არ ისჯებიან,რატომ არ იქნა ეს გამოძიებული,რატომ არ ისჯებიან ის ადამიანები ვინც ბევური ბოროტება შეამთხვიეს ჩვენს ქვეყანას,თუმცა მე უმრავლესობასთან ერთად არ ვითხოვ არავის დასჯას,ღმერთი მოწყალეა და ერთხელ და სამუდამოთ შევრიგდეთ და მშვიდობიანი არჩევნები და ქვეყანა შევქმნათ. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას ჩვენ ხალხს გამოიჩინოს ქრისტესმიერი მოწყალება, სიყვარული წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე და ვუარესი შეიძლება მოუვიდეთ მათ. ხოლო რაც შეეხება ჟურნალისტებს გთხოვთ ნუ მირეკავთ, თქვენ წისქვილზე მე წყალს არ დავასხამ,თქვენ რაც დამართეთ ეკლესიას და ხალხს ჯობს მოინანიოთ,ერთხელაც თქვენც ამოგიყრის ღმერთი ფაილებს, მაგრამ არა ზღაპრებს,არამედ ყველაფერ სიმართლეს, მიდით და იმართლეთ თავი ღვთის წინაშე. სიყვარულით იოსები მიტროპოლიტი შემოქმედელი", – წერს მეუფე იოსები.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)