07:30 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 13:43:01, 618 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100%-იანი გრანტის მფლობელ 7 სტუდენტს სტიპენდია გადასცა

„საქართველოს ბანკი“ განათლების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ 7 სტუდენტს, რომელმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვა, სტუდენტური ბარათის სახელით ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა.

მარია მასხარაშვილი, მარიამ ენდელაძე, გვანცა ხვედელიძე, ლიზა ტაბეშაძე, ლუკა მესხი, არჩილ ჯანელიძე, ნოდარ გორგოძე- ეს ის სტუდენტები არიან, ვინც ეროვნულ გამოცდებზე მაღალი  შედეგები აჩვენეს. სტიპენდიანტები მედიცინის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები არიან.

„საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთერთი უცვლელი პრიორიტეტია. მიგვაჩნია რომ, ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა არის მნიშვნელოვანი. სწორედ ასეთ სტუდენტებს  უნდა მივცეთ  შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ, მიაღწიონ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, რათა საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ კარგ ექიმებად, ბიზნესმენებად, მაღალკვალიფიციურ კადრებად, რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და უკეთეს მომავალში“,- განაცხადა თამარ გოჩაშვილმა, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics