07:31 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 13:36:18, 743 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი  პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვის ღონისძიებას დაესწრო.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს (CENN) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტის შემუშავების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„პლასტმასის ნარჩენების მართვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნარჩენების მართვის კუთხით, უკანასკნელ წლებში, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. აღნიშნული მიმართულებით შეიქმნა არაერთი საკანონმდებლო და სტრატეგიული დოკუმენტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით მიიღწევა. პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც ხელს შეუწყობს რეციკლირების პროცესების გაუმჯობესებას, პლასტმასის პროდუქტების მდგრად და უსაფრთხო მოხმარებას და წარმოებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შექმნაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო და ადგილობრივი  დარგის ექსპერტები. პროგრამა მოიცავს 10 წლიან სტრატეგიას და 5 წლიან სამოქმედო გეგმას და ითვალისწინებს პლასტმასის მართვის სექტორში ცირკულარული პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პლასტმასის პროდუქტების იმპორტიორები, მწარმოებლები და გადამმუშავებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics