17:29 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-11 16:12:39, 1174 ნახვა

მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი კოლონიაში ტერორისტად და ექსტრემისტად აღრიცხეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი კოლონიაში ტერორისტისა და ექსტრემისტის სახელით შეიყვანეს.

ამის შესხებ ნავალნი საკუთარ ოფიციალურ „ინსტაგრამ“ გვერდზე წერს.

როგორც ნავალნი აღნიშნავს, ეს ძალიან კარგი სიახლეა. რადგან აქამდე მას "გაქცევისკენ მიდრეკილის" სტატუსი ჰქონდა,რაც პროცედურულად უფრო დამღლელი იყო,ვიდრე „ტერორისტისა“ და „ექსტრემისტის“ სტატუსი, რადგან „გაქცევისკენ მიდრეკილად“ აღრიცხვის გამო მას ღამით ყოველ საათში ერთხელ შემოწმებისთვის აღვიძებდნენ. ეს "უძილობით წამებაა". განმარტა ნავალნიმ. 

მისი თქმით აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ ერთხმად მიიღო.

„კომისიამ იპოვა ყველაზე დიდი, რაც მე მინახავს T- ფორმის მაგიდა,შეაგროვა  ბევრი ხალხი,ეს ყველაფერი ქორწილს ჰგავს, მხოლოდ პატარძლის ნაცვლად - უფროსი ლიდერების პორტრეტებია.

დავთვალე და ფრაზა "ნავალნი ალექსეი ანატოლის ძე, 1976 წელს დაბადებული, მე-2 გამოსასწორებელი კოლონიის, მე-2 რაზმში დაკავებულია უკანონოდ" ვიდეორეგისტრატორზე 1669-ჯერ გავიმეორე (ყოველ ორ საათში გამოწმებენ, ხომ არ გაიქეცი). ეს საშინლად მომბეზრდა. ექსტრემიზმთან კიდევ კაფია - არავინ არ გამოწმებს. მეშინოდა, რომ პუტინის სურათების კოცნას და მედვედევის ციტატების დაზეპირებას მომთხოვდნენ, მაგრამ არც ეგ არის საჭირო." –განაცხადა ნავალნიმ.

შეგახსენებთ, ნავალნი მოწმავლის შემდეგ, თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო და ბერლინის საავადმყოფოში მკურნალობდა, ის კლინიკიდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი  დაბრუნებისთანავე აეროპორტშივე დააკავეს.

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics