|
2021-10-08 12:29:25, 680 ნახვა
საზოგადოება
სამხედრო დასახლებაში, მეორე დღეა 2 000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
თბილისში, სამხედრო დასახლებაში, აბაშვილის ქუჩაზე 2 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. როგორც „ექსპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, დასახლებას უკვე ორ დღეზე მეტია არ მიეწოდება ელექტროენერგია. კომპანია „თელმიკოში“, რომელიც ელექტროენერგიის გადასახადების ამოღებას აწარმოებს, „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ტექნიკური მომსახურება მათ არ ეხებათ. კომპანია „თელასში“ აღნიშნეს, რომ ობიექტი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაა და ქსელებზე ტექნიკურ მომსახურეობას უწყების შესაბამისი სამსახური კურირებს. „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ გუშინ მაღალი ძაბვის გადაცემის კაბელზე მოხდა დაზიანება. ადგილზე გასულ საავარიო ჯგუფს დაზიანებული დახვდა მეორე მაღალი ძაბვის გადაცემის კაბელიც. უწყებაში აცხადებენ, რომ ავარიის აღმოფხვრას დღის ბოლომდე შეეცდებიან. „ექსპრესნიუსს“ მოსახლეობა უცხადებს, რომ თუ ელექტროენერგიის მიწოდება არ აღდგა, კახეთის გზატკეცილს გადაკეტავენ.
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)