|
2021-10-07 17:40:20, 565 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი შუა დერეფნის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს უცხოელ კოლეგებთან ტრანსპორტის მინისტერიალზე განიხილავს
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი თურქეთში გამართულ ტრანსპორტის მინისტერიალს დაესწრო. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ე.წ. შუა დერეფნის - გამოწვევები და შესაძლებლობები - ეს საკითხები განიხილეს საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დელეგაციებმა. ქართულ მხარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ხელმძღვანელობს.- ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველს რკინიგზა" ავრცელებს. ,,აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის გავლით, ჩინეთიდან საქართველოსა და ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებში დაფიქსირებულია მკვეთრი ზრდა. ე.წ. შუა დერეფანი არის ყველაზე მოკლე გზა, რომელიც ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით, საკონტეინერო გადაზიდვებს ახორციელებს. მიმდინარე შეხვედრებზე მხარეებმა განვიხილეთ სამომავლო გეგმები, რომელიც ე.წ შუა დერეფნის განვითარებასა და კიდევ უფრო მეტი ტვირთის მოზიდვას გულისხმობს.“ - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე. "2021 წლის 8 თვის მონაცემებით, ტრანსკასპიურ შუა დერეფანში, ჩინეთთან საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 268%-ით არის გაზრდილი." - ნათქვამია განცხაებაში.
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)