|
2021-10-07 10:23:08, 470 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფოს მხარდაჭერით სამტრედიის მუნიციპალიტეტში შექმნილი საწარმო თაფლის ექსპორტს საფრანგეთში ახორციელებს
კომპანიის „აპიჯეო“ წარმოებული 45 ტონა თაფლის ექსპორტი საფრანგეთის რესპუბლიკაში უკვე განხორციელდა; 90 ტონა სარეალიზაციოდ მზადდება. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპანიის „აპიჯეო“ თაფლის გადამმუშავებელი საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოს შექმნისათვის სრული ინვესტიცია 500,000 ლარის ოდენობით განხორციელდა, საიდანაც, 300,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული. მათივე ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოში „აპიჯეო“ იმყოფებოდნენ, სადაც თაფლის სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნენ. „სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი თაფლის გადამმუშავებელი ინფრასრუქტურა ხელს უწყობს ადგილობრივ მეფუტკრე ფერმერებს აწარმოონ ხარისხიანი თაფლი, რომლის ექსპორტიც საფრანგეთში ხორციელდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, თაფლის პირველადი წარმოების განვითარებისათვის გაცემულია 68 მლნ ლარზე მეტი აგროსესხი, სადაც სოფლის განვითარების სააგეტოს თანადაფინანსება 12 მლნ აჭარბებს“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა.
აშშ-მ და რუსეთმა ამერიკელი ინვესტორის მონაწილეობით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღდგენის საკითხი განიხილეს
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს
პროდუქტებზე ფასდაკლების პორტალი Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი
ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს ₾5.74 მილიონი იქნება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)