|
2021-10-06 10:59:20, 406 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და „წიგნების თაროს სკოლის“ პარტნიორობა ახალი კურსით გრძელდება
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის უშუალო ჩართულობით „წიგნების თაროს სკოლასთან“ ერთად დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კიდევ ერთ კურსი იწყება. „წიგნების თაროს სკოლა“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი არაფორმალური განათლების სივრცეა, სადაც მიწვეულ პედაგოგებთან ერთად მასწავლებლის როლს სტუდენტები ითავსებენ. სკოლაში სწავლება ეფუძნება პრინციპს „შემეცნება გართობით“, რაც სწავლის პროცესს ინოვაციურს, სახალისოს და საინტერესოს ხდის. მოსწავლეები ისეთ საგნებს შეისწავლიან, რომლებიც მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, მათი კომპლექსური განათლებისა და განვითარებისთვის, კერძოდ: მითოლოგია და ცივილიზაციები; დედამიწა და კოსმოსი; ადამიანი და ჯანმრთელობა; ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური თავსატეხები; შემოქმედებითი აზროვნება და ესთეტიკის აღქმა; რიტორიკული აზროვნება და საუბრის ხელოვნება. სკოლაში დარეგისტრირებულ თითოეულ მოსწავლეს დამატებით, საჩუქრად გადაეცემა მსოფლიო ლიტერატურის კურსი, რომელსაც “წიგნების თაროს” კრეატიული დირექტორი, მწერალი და ტელეწამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება. ახალ კურსზე სიახლეა მოწვეულ სტუმრებთან დაკავშირებით. გარდა მსოფლიო ლიტერატურის კურსისა, სკოლაში დარეგისტრირებული თითოეული მოსწავლე საჩუქრად მიიღებს საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეების მასტერკლასებს. განვლილი კურსების განმავლობაში ბავშვებს გაკვეთილი ჩაუტარეს დათო გორგილაძემ, ბექა ადამაშვილმა, ცვატა ბერძენიშვილმა, კოტე მათითაშვილმა, დათო ევგენიძემ და ა.შ. სკოლაში სწავლა 25 ოქტომბერს დაიწყება, რეგისტრაცია 27 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, ვებგვერდზე: https://school.wignebistaro.ge გაკვეთილების განრიგის, მასწავლებლების მოკლე ბიოგრაფიების და დამატებითი ინფორმაციის ნახვა ამავე მისამართზეა შესაძლებელი. ჯგუფებში მოსწავლეების რაოდენობა
აშშ-მ და რუსეთმა ამერიკელი ინვესტორის მონაწილეობით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღდგენის საკითხი განიხილეს
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს
პროდუქტებზე ფასდაკლების პორტალი Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი
ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს ₾5.74 მილიონი იქნება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)