|
2021-10-05 13:07:38, 478 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 350-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები 2021 წლის საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის დაჯილდოვდნენ. სპეციალური სამახსოვრო საჩუქარი სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ლაშა თვაურმა ხუთ მაშველს გადასცა. სულხან კაჭარავა, გიორგი გოგეშვილი, გიორგი მშვიდობაძე, გურამ შარაშიძე და ნინო სალუქვაძე მთელი სეზონის განმავლობაში სხვა მაშველებთან ერთად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდნენ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე და ზრუნავდნენ მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე, შავი ზღვის სანაპიროზე წყალში მყოფი 350-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. გარდა ამისა, მაშველებმა სანაპიროზე იპოვეს და დაეხმარნენ 50 გზააბნეულ მოქალაქეს, მათ შორის, უმრავლესობა არასრულწლოვანი იყო. სანაპიროზე მორიგეობისას, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 31 დამსვენებელს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გურიის, სამეგრელოს და აჭარის რეგიონში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე, რაჭაში - შაორის ტბაზე, თბილისის ზღვაზე და სხვა ტურისტულ ზონებში ყოველდღიურად მორიგეობენ და მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე ზრუნავენ. 2021 წლის ტურისტული სეზონის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციაზე, 300-ზე მეტი მაშველი მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას უწევენ. ტურისტული სეზონის მიწურულს ყველა მაშველს, რომლებიც 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სახელით მადლობის სიგელები გადაეცემათ.
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)