|
2021-10-05 11:31:34, 521 ნახვა
საზოგადოება
ზრუნვის სააგენტოსა და UNDP-ს შორის თანამშრომლობა ფართოვდება
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიცაა სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მხარდაჭერა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობა გულისხმობს ზრუნვის სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადებას, მოწყვლად ჯგუფებისთვის სერვისების უზრუნველსაყოფად ციფრულ სისტემაზე გადასვლის ეფექტურობის გაზრდას, სააგენტოს ინფრასტრუქტურის მეტად ადაპტირებას მიზნობრივი ჯგუფებისთვის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი შეხვედრები და სამომავლო აქტივობები. ამასთან, UNDP ორგანიზებას გაუწევს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლების, მათ შორის სოციალური მუშაკების და სახელმწიფო თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების თანამშრომლების შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ აქტივობებს; უზრუნველყოფს მასალებსა და სამუშაოებს, თბილისში სააგენტოს ცენტრალური ოფისის მოდერნიზების მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამუშაოები გააუმჯობესებს სივრცის ბენეფიციარზე მორგებულ და ინკლუზიურ დიზაინს, აამაღლებს მოქალაქეთა მისაღები სივრცის ეფექტიანობას და უზრუნველყოფს რეგულაციების დაცვას. პროგრამა ამასთანავე, განსაზღვრავს სააგენტოს მომსახურებების ციფრულ საჭიროებებს და ხელს შეუწყობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ციფრულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. UNDP ასევე მხარს დაუჭერს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მოწყვლად თემებთან, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, ლგბტქ+ პირებთან ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობაში. „მემორანდუმმა კიდევ უფრო გააღრმავა ჩვენი თანამშრომლობა და უფრო მრავალფეროვანი სფეროები მოიცვა. ჩვენ ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ როგორც სოციალური მუშაობის გაძლიერების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სერვისების დიგიტალიზაციის და მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით“, - განაცხადა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ. „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საქმიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია, გავაგრძელოთ მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის, მათი ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვისთვის. UNDP აფასებს იმ მნიშვნელოვან სამუშაოს და საქმიანობას რასაც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად განახორციელებს“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკ ბერესფორდმა.
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)