|
2021-10-04 17:12:46, 542 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული პროგრამა საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრების რაციონალურად გამოყენების და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა. პროგრამის განმახორციელებელია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო; პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. „საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების ფართობი დაახლოებით 1,8 მლნ ჰა-ს შეადგენს, მათ შორის, დაახლოებით, 500 ათასი ჰექტარი ეროზიულია. საძოვრების ეკოსისტემას და მცენარეულ საფარს განსაკუთრებით აზიანებს პირუტყვის მრავალწლიანი ექსტენსიური ძოვება, სიმჭიდროვის ზრდა და საძოვრების არარაციონალური გამოყენება. უსისტემო გამოყენების შედეგად, მცირდება ნიადაგის ზედაპირის ბალახოვანი საფარი. საძოვრების არარაციონალური გამოყენება და ბალახის საფარის განადგურება იწვევს ნიადაგის სტრუქტურის შეცვლას. ახალი პროგრამის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობა“ ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრის კატეგორიის 3219 ერთეული მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართი - 89 905 ჰექტარი, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საძოვრების მოვლა-სარგებლობაზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენა, რაც თავის მხრივ, საძოვრების რაციონალური გამოყენების, ხარისხობრივი გაუმჯობესების, მეცხოველეობის განვითარების და ადგილობრივი პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, ასევე, ამხანაგობას, რომელსაც შერჩეული აქვს იჯარის უფლებით გასაცემი საძოვარი და, ამავდროულად განაცხადის წარდგენისას, მფლობელობაში გააჩნია იჯარის უფლებით გასაცემი საძოვრის ასათვისებლად საკმარისი რაოდენობის მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი (ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის არანაკლებ 1 ჰა და არაუმეტეს 1.5 ჰა, ხოლო წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - 0.2 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა). პროექტი ითვალისწინებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაურეგისტირებელი საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთების გამოვლენასა და დარეგისტრირებას მათი ამ პროგრამაში ჩართვის მიზნით. ასევე მოხდება შესაბამისი კატეგორიის გარეშე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კატეგორიების დადგენა. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრები გაიცემა აუქციონის წესით, 3-წლიანი იჯარით, ხოლო საძოვარი რომელიც მდებარეობს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე - ერთი წლის ვადით, თუ ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით სხვა ვადა არ იქნა განსაზღვრული.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)