|
2021-10-04 13:00:52, 523 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო
თბილისში საჯარო ბაგა-ბაღებში დღეიდან სააღმზრდელო პროცესი განახლდა. პანდემიის მიზეზით გადადებული 2021-2022 სასწავლო-სააღმზრდელო წელი კვლავ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებით წარიმართება. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე N67 ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც 350-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული. „დავიწყეთ 2021-2022 სასწავლო-სააღმზრდელო წელი. ბაღები იმუშავებენ ჯანდაცვის სამინისტროს იმ რეგულაციებითა და რეკომენდაციებით, რომელიც გასულ წელს დამტკიცდა და რომელთანაც ჩვენი პერსონალი და მთელი სისტემა მარტივად ადაპტირდა. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლების ძალისხმევითა და მშობელთა აქტიური ხელშეწყობით, შევძლებთ, პანდემიის ფონზე ეს პროცესი შეუფერხებლად წარვმართოთ“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. მისივე თქმით, რეგულაციები ითვალისწინებს ბავშვთა მიღება-გაყვანის ინდივიდუალურ გრაფიკებს, პერსონალის ეკიპირებას და ბაღის აღჭურვას შესაბამისი სადეზინფექციო ინვენტარით, ასევე, თერმოსკრინინგს, საიზოლაციო ოთახების მზადყოფნას, უცხო პირთა დისტანცირებას შენობიდან, პროდუქტისა და ჭურჭლის რეცხვის წესებს, ინდივიდუალური მეთოდური მასალების გამოყენებას, სათამაშოების დასუფთავების წესებს და მეთოდური აქტივობების უსაფრთხოდ წარმართვას. თბილისში ამჟამად, 188 საჯარო ბაგა-ბაღია, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)