|
2021-09-29 11:25:02, 343 ნახვა
საზოგადოება
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმებისა და აქტივობების არსებობა, რომელიც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას და გარემოსდაცვითი საკითხებში ცოდნის გაღრმავებას. სასიხარულოა ამ პროცესში ჩვენი ახალგაზრდა თაობის აქტიური მონაწილეობა. „ნიკო კენცხოველის სასკოლო კონკურსი” კარგია მაგალითია, თუ როგორ უნდა შეუწყო ხელი ახალგაზრდებს გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და უფრო მეტი სკოლა და ეკოკლუბი ერთვება სხვადასხვა გარემოსდაცვითი და სოციოლოგიური აქტივობის განხორციელებაში“, -განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფინალურ ღონისძიებაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალისტებმა ღონისიებაზე პრეზენტაციები წარადგინეს იმ აქტივობების შესახებ, რომლებიც მათ, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში განახორციელეს. კონკურსში მონაწილე სკოლებიდან გამოვლენილი 31 ფინალისტიდან „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ მფლობელი სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლა გახდა. კონკურსში აქტიურად იყო ჩართული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რომელმაც რამდენიმე ნომინაცია დააწესა. ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის პედაგოგ ნანა ვერულაშვილს „მწვანე ჯილდო“ გადასცა გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის. რჩეული „ეკოსპიკერი“ კი, სოფელ კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლე შოთა ზვიადაძე გახდა. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გამოავლინა გამარჯვებული ეკოკლუბი. აღნიშნული ჯილდო სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლას გადაეცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტრადიციული პრიზი „ერთი დღე მინისტრად“ ქ.ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეს ესაილ იგიტიანს გადაეცა, რომელიც ერთ სამუშაო დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გაატარებს. სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ CENN-ის მიერ, 2015 წლიდან, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)