|
2021-09-28 20:52:01, 451 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარემ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ამ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი თქმით, ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ საქმიანობას ასახავს. საპილოტე პროექტი №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომები, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება, საარჩევნო რეგისტრაციები, ამომრჩეველთა ინფორმირება, საგანმანათლებლო პროგრამები და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ანგარიშშია ასახული. აღნიშნული საკითხებისა და არჩევნებისთვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ გიორგი კალანდარიშვილმა დღეს დეტალურად ისაუბრა. „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებთან დაკავშირებით. ეს არის ის მნიშვნელოვანი საქმიანობები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ 2 ოქტომბერს ამომრჩევლებს და ჩართულ მხარეებს შევთავაზოთ თავისუფალი, სამართლიანი და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო“, -განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ. „შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების 35 წარმომადგენელი ესწრებოდა.“-ნათქვამია განცხადებაში.
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ლევან სანიკიძე - დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია - ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)