|
2015-01-06 11:43:22, 4482 ნახვა
საზოგადოება
ნინოწმინდის რაიონში პოლიციელებმა 200-მდე ადამიანი გადაარჩინეს
პოლიციელებმა ნინოწმინდის რაიონში 200-მდე მოქალაქე გადაარჩინეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი "ფეისბუქის" გვერდზე წერს, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო, მოქალაქეები თოვლში ჩარჩნენ. მისივე ინფორმაციით, გზაში ჩარჩენილი ავტომობილებისა და მოქალაქეების გამოსაყვანად, მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლები. "სამართალდამცველებმა სამაშველო ჯგუფებთან ერთად დაახლოებით, 200 ადამიანი გამოიყვანეს თოვლიდან-მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები, რომლებიც რაიონში მცხოვრები პოლიციელების სახლებში გადაანაწილეს. ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსმა, გიორგი კიკალიშვილმა წლის და სამი თვის ბავშვი მშობლებთან ერთად თოვლიდან გამოიყვანა და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ სამუშაოებს, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოჰყავთ და უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავთ. ადგილზე საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა მუშაობს, აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები",-წერს ნინო გიორგობიანი.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)