|
2021-09-26 12:24:02, 510 ნახვა
საზოგადოება
დმანისის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტის მესაქონლეობის ფერმა გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტის მესაქონლეობის ფერმა „სომე დე ლ’ელევაჟ“ დაათვალიერა. ფერმაში, ფრანგული, სალერსის ჯიშის 300 სული საქონელია, რომელიც გამოირჩევა სარგებლიანობით და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად ეგუება საქართველოს ბუნებრივ პირობებს. „ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი კომპანია ქართულ ფერმერულ მეურნეობაში ახალი სიტყვაა. ინვესტიცია 6 მილიონს შეადგენს და მთლიანად აგროკრედიტია. პროექტის კონცეფცია აგებულია ისე, რომ თვითონ ფერმა და მისი საკვები ბაზა არის დაბალანსებული. დიდი კაპიტალდაბანდება ჩაიდო უშუალოდ ქვისგან მიწების გაწმენდაში, რათა ის სიკეთე, რომელიც ჩვენმა საძოვრებმა შეიძლება მოგვცეს, უფრო უკეთესად ყოფილიყო გამოყენებული და გაუმჯობესებულიყო. ჩვენს საძოვრებს, დღევანდელთან შედარებით, შეუძლია სამჯერ, ოთხჯერ მეტი სულადობა გამოკვებოს გაუმჯობესების და მეტი მოვლის შემთხვევაში. ვულოცავ ფერმის მესვეურებს თანამედროვე კონცეფციით ახალი ფერმის აშენებას და წარმატებებს ვუსურვებ საქმიანობაში“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. მესაქონლეობის ფერმის „სომე დე ლ’ელევაჟ“ დამფუძნებელის, ჟაკ ფლოღის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდებოდა. „სიმართლე გითხრათ, სახელმწიფოს მხარდაჭერისა და აგროკრედიტის გარეშე, ამ პროექტში ინვესტირებისგან თავს შევიკავებდი, რადგან პროცესი არის ხანგრძლივი. ძალიან რთულია მოგების და სასურველი შედეგის მიღწევა. ჩვენ დაგვჭირდა მიწის გაუმჯობესება, ქვებისგან გაწმენდა, რაც ძალიან ხარჯიანი და შრომატევადია. ამ ყველაფერს სახელმწიფო აგროკრედიტის გარეშე ვერ შევძლებდით. ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა სამინისტროსგან და FAO-გან. პროექტი ღიაა ყველასთვის, ვისაც მისი ნახვა სურს“, - განაცხადა ჟაკ ფლოღიმ. თანამედროვე სტანდარტის ფერმის მუშაობაში ჩართული არიან როგორც ქართველი, ასევე ფრანგი სპეციალისტები - ვეტერინარები, ნუტრიციონისტები და ტექნიკოსები.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)