|
2021-09-24 17:02:39, 742 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება
დღეს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის სოციალური მოდულის დანერგვის ფარგლებში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორმა ქეთევან გიგინეიშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია სოციალურ მუშაკთა ასოციაციის (GASW) პროექტის - „შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“ ფარგლებში, მხარეებს შორის ურთიერთგაგების და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული მჭიდრო თანამშრომლობა პირის შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასებისა და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის სისტემაში ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვისა და ინსტიტუციონალიზაციისათვის. თავის მხრივ, პილოტური პროექტი ხორციელდება „გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG) მხარდაჭერით (პროექტი - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია“). აღსანიშნავია, რომ წინამდებარე მემორანდუმი ეფუძნება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ამავე პროექტის ფარგლებში, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ზრუნვის სააგენტოსთან თანამშრომლობს ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვების საჭიროებების განსაზღვრისა და რეინტეგრაციის მიმართულებით. ასოციაციას და სააგენტოს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, განსაკუთრებით კი სოციალური მუშაობის გაძლიერების მიმართულებით.
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
რუბიო: ამჟამად უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების პერსპექტივა არ არსებობს
სოხუმმა განაცხადა, რომ საქართველოს პოზიციის გამო, აფხაზ ტანმოვარჯიშეებს თურქეთში ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)