16:42 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 15:31:10, 529 ნახვა

მსოფლიო
კუბა მსოფლიოს პირველი ქვეყანაა, სადაც მასობრივი ვაქცინაცია 2 წლის ასაკიდან ბავშვებში დაიწყო

სექტემბერში კუბა გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა , სადაც  კრონავირუსის წინააღმდეგ 2 წლის ასაკიდან  ბავშვთა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო .-ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 სააგენტოს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არაა, ათასობით მშობელს მიჰყავს ბავშვი ასაცრელად.

”მე დამშვიდებული ვარ, ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ავადდება და ვაქცინით ჩვენ უფრო დაცულები ვართ."-განუცხადა CNN-ს ერთ-ერთმა მშობელმა, რომელმაც თავსი 4 წლის შვილი აცრა.

კლინიკის ადმინისტრაციის განცხადებით,  ერთი დღის განმავლობაში ჰავანაში, საავადმყოფოში, სადაც  მედიასაშუალებები მიიწვიეს ვაქცინაციის პროცესის  გადასაღებად, 3 -დან 5 წლამდე 230 -ზე მეტი ბავშვი აიცრა.

დელტას ვარიანტის ჩამოსვლასთან ერთად კუბაში ბავშვებში შემთხვევები გაიზარდა, რის გამოც სკოლებში სწავლა ვერ აღდგა. ეს საკმაოდ დიდ პრობელმას წამროადგენს კუბელებისთვის, რადგან ისინი დისტანციურ სწავლას ვერ ახერხებენ, ინტერნეტიცაზიის დაბალი მაჩვენებლის გამო.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, კუბაში, სულ მცირე, 117 500 არასრულწლოვანს დაუდგინდა კოვიდ-19.

კუბის „მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ“ , მიიღო თანხმობა სამი ადგილობრივი ვაქცინის გადაუდებელ გამოყენებაზე, რაც კუბელი მეცნიერების აზრით, ძალზე ეფექტურია კორონავირუსის შედეგად  გამოწვეული სერიოზული ავადმყოფობისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.

 „ჩვენ მოვუწოდებთ კუბელებს  აიცრან და აცრან თავიანთი შვილები. ჩვენ გვაქვს 100% კუბური ვაქცინა."-განაცხადა განათლების ვიცე -მინისტრმა ევგენიო გონსალეს პერესმა.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics