|
2021-09-20 14:00:59, 1861 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია სისხლიან ბანერებზე - ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ვაქცინაციის წამახალისებელი ბანერების ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებით ჩანაცვლების ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს „ნებსით თუ უნებლიედდ“ აზარალებს იმუნიზაციის პროცესს. როგორც გაბუნია აღნიშნავს, ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა, ალტერნატიული თემით. „ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია როგორ შეიძლება იყოს პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან მიმართებით, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ აზარალებს, ამ შემთხვევაში, ვაქცინაციის პროცესს. ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალეტერნატიული თემით რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს თემა, გნებავთ სოციალური, გნებავთ ეკონომიური, გნებავთ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად ის რომ ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს ჯანდაცვის სამინისტრო, NCDC ამ პოზიციას ემხრობა“, - განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)