01:45 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 13:32:49, 698 ნახვა

საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 25 სექტემბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 სექტემბერს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.

22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17º, +22º, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +20º, +25º-მდე დაიკლებს.

თბილისში 20-21 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 22-24 სექტემბერს შედარებით აგრილდება და იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20-21 სექტემბერს +29º, +31º, ხოლო 22-24 სექტემბერს +23º, +25º გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics