00:10 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-18 14:10:24, 981 ნახვა

სამართალი
ინგა გრიგოლია პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა

"ტვ პირველის" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც გრიგოლიამ შენობაში შესვლის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მთავარი მიზანია, გაარკვიოს თუ რა უფრო აინტერესებს საგამოძიებო უწყებას, ვინ ახორციელებს უკანონო მიყურადება-თვალთვალს თუ საიდან გაიგო ეს ინფორმაცია მან.

"რას იძიებენ: ვინ ჩაწერა ეს მასალები ფარულად, ვინ მოგვისმინა, ჩვენი უკანონო თვალთვალი და მიყურადება ვინ განახორციელა თუ მე საიდან გავიგე, რომ ამ კრებსში იყო ჩემი სახელი და გვარი. განსაკუთრებულს ვერაფერს ვეტყვი". - განაცხადა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში სავარაუდოდ სუს-ის მიერ ფარული მიყურადების ჩანაწერები 13 სექტემბერს გავრცელდა. ჩანაწერებში საპატრიარქოს წარმომადგენლები, დიპლომატები, ჟურნალისტები ფიგურირებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილის ახალი წერილი - ჩემი პატიმრობა პირველივე დღიდან პოლიტიკურია
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics