|
2021-09-17 18:19:11, 1783 ნახვა
კომენტარი
შემოსავლების სამსახურში, საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება
13-17 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, სამუშაო ვიზიტით, ამერიკული კომპანია NU Borders-ის წარმომადგნელები ეწვივნენ. აშშ-ს ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მხარდაჭერითა და NU Borders-ის მონაწილეობით, შემოსავლების სამსახურში, საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, EXBS და NU Borders წარმომადგნელები, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ, მოინახულეს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისი“, ასევე სამუშაო შეხვედრები გაიმართა საბაჟო და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან. პროექტის ფარგლებში, საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაცია ორ ეტაპად განხორციელდება, პირველი ეტაპი არსებული სისტემის შეფასებას და გაუმჯობესებული შესაძლებლობების განსაზღვრას დაეთმობა, ხოლო მეორე ეტაპი კი ახალი გადაწყვეტილებების დანერგვას მოემსახურება. შემოსავლების სამსახურს, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაცემთა დამუშავებისა და ბიზნეს პროცესების წარმოების სრულიად განახლებული, თანამედროვე სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისი მოქნილი და გამართული სისტემა ექნება. ზემოაღნიშნული განახლებული სისტემა მნიშვნელოვნად გაზრდის საბაჟო საქმიანობის ეფექტიანობას, დაიხვეწება და გამარტივდება საბაჟო პროცედურების წარმოება და რაც მათ შორის კერძო სეტორის წარმომადგენლების საქმიანობაზეც აისახება.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)