|
2021-09-16 13:13:12, 2043 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - გახარიამ ნარკოტესტზე უარით, პრაქტიკულად, ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ნარკოტესტის ჩაბარებაზე უარით, „ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით“. კობახიძის თქმით, გახარიას სოლიდარობა სხვა კანდიდატებმაც, მათ შორის, მელიამაც გამოუცხადა, როდესაც დაინახეს, რომ „ის ამ თემაში გაჭედილი იყო“. „როდესაც გიორგი გახარიამ უარი თქვა ტესტის ჩაბარებაზე, რითიც პრაქტიკულად, ხელი მოწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით, ამის შედეგად, გააუქმა ნარკოტესტი ყველა მისმა სატელიტა, მათ შორის, ნიკა მელიამაც. სოლიდარობა გამოუცხადეს მას მელიამ, სხვა კანდიდატებმა, მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ გახარია ამ თემაში გაჭედილი იყო“, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მოქმედმა მერმა და თვითმმართველობის არჩევნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მოუწოდა მის ოპონენტებს, რომ ნარკოტესტი ჩაეტარებინათ. თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საქართველოში ნარკოტესტის ჩატარებაზე უარი თქვა და აღნიშნულისთვის ევროპაში გაემგზავრა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)