|
2021-09-13 10:32:23, 667 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას ოთხი ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას ოთხი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ირკუტსკიდან კაზაჩინსკოეს დასახლებაში მიფრინავდა, თუმცა ავარიული დაშვება აეროდრომიდან ოთხ კილომეტრში განახორციელა. დაღუპულთა შორის ეკიპაჟის ერთი წევრი, სამი კი მგზავრია. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მათ მკურნალობისთვის ირკუტსკში გადაიყვანენ. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახის წევრებს გადაეცემათ თითო მილიონი რუბლი, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს - 500 ათასი, საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში - 250 ათასი თითოეული, მსუბუქი - 100 ათასი თითოეული. ფაქტზე აღძრულია საქმე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით. უკვე ამოღებულია ე.წ. შავი ყუთი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)