16:11 - 25 Sep, 2026
|
2021-09-12 12:35:45, 1332 ნახვა
მსოფლიო
ერაყში, ერბილის აეროპორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ჩრდილოეთ ერაყში, ერბილის აეროპორტში, სადაც აშშ-ს ძალებია განთავსებული, დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. ქურთისტანის რეგიონის უსაფრთხოების ძალების თქმით, აეროპორტის მიმართულებით დრონებმა სამი რაკეტა ისროლეს. ქურთების კონტრტერორისტული ძალების ინფორმაციით კი, თავდასხმა თვითფეთქებადი დრონების მეშვეობით მოხდა. არ არის ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. მოწმეების თქმით, მათ ექვსი აფეთქების ხმა გაიგეს. ერბილის აეროპორტში აშშ-ისა და საერთაშორისო კოალიციის ძალებია განთავსებული, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან ერაყის შეიარაღებულ ძალებს. ერბილის აეროპორტზე თავდასხმები ხშირად ხორციელდება, რომლებშიც აშშ ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)