|
2021-09-11 20:17:19, 946 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს პანდემიის დროს „სხვების სიცოცხლის საფრთხეში ჩაყენებისთვის“ ბრალი წაუყენეს
საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს აგნეს ბუზინს პანდემიის დროს "სხვების სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ჩაყენებისთვის“ ბრალი წაუყენეს. ქალბატონმა ბუზინი საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე 2017 წლის მაისში დაინიშნა თანამდებობა კი კოვიდ-19 პირველი შემთხვევის დადასტურებიდან მალევე დატოვა. ბრალდება ყოფილ მინისტრს მართლმსაჯულების სასამართლოს პროკურორებმა (CJR) წარუდგინეს, რომლებიც ქვეყანაში ჯანდაცვის კრიზისის დროს მინისტრების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს იძიებენ. 58 წლის აგნეს ბუზინმა კრიტიკა პანდემიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებისთვის დაიმსახურა. კერძოდ, 2020 წლის იანვარში მან აღნიშნა, რომ უხანიდან კოვიდ 19-ის გავრცელების რისკი პრაქტიკულად არ არსებობდა, ერთი თვის შემდეგ კი განაცხადა, რომ ქვეყანას ცუნამი ელოდა. ის ასევე მკაცრად გააკრიტიკეს, როდესაც ვირუსის გავრცელების შედეგ გაირკვა, რომ ქვეყანაში დამცავი აღჭურვილობების და პირბადეების დეფიციტი იყო, იანვარში კი მინისტრი ირწმუნებოდა, რომ ქვეყანას ათობით მილიონი პირბადე ჰქონდა მარაგში. .
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)