|
2021-09-10 11:00:04, 735 ნახვა
მსოფლიო
დანიაში ყველა კოვიდშეზღუდვა მოიხსნა
დღეიდან დანიაში „კოვიდ-19“ აღარ ითვლება საზოგადოებისთვის კრიტიკულად საფრთხის შემცველ დაავადებად. მოქალაქეებს მასობრივ ღონისძიებებზე დასასწრებად ვაქცინაციის საბუთს აღარ მოსთხოვენ. გაუქმდა პირბადის ტარების ვალდებულებაც. სექტემბრის დასაწყისში დანიაში ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიხსნა ღამის კლუბები. თუმცა, კლუბში მისასვლელად საჭირო იყო კოვიდპასპორტის წარდგენა. ამიერიდან კი ღამის კლუბების კარი ყველასთვის ღია იქნება. გარდა ამისა, ბავშვებს, რომლებიც კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში იყვნენ, იზოლაციას აღარ მოსთხოვენ. კარანტინში გადასვლა მხოლოდ ინფიცირებულებს მოუწევთ. დანიის ხელისუფლებამ კოვიდშეზღუდვები მას შემდეგ გააუქმა, რაც 12 წელს ზემოთ მოქალაქეების 80 პროცენტზე მეტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ცნობისთვის, დანიაში სამოგზაუროდ წასვლის მსურველებისთვის შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)