|
2021-09-09 18:10:47, 716 ნახვა
სამართალი
შსს-ს განცხადებით, ყვარელში „საქართველოს ბანკის" ფილიალში მძევლად აყვანილი ყველა პირი გათავისუფლებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელმა ყველა მძევალი გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის განმარტებით, გამოძიება დაწყებულია არაერთი მუხლით. მძარცველის მხრიდან იყო ასევე მოტხოვნა თანხასთან დაკავშირებით. „ყველა მძევალი თავისუფალია, არცერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცავებმა ადგილზე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე იმყოფებიან სხვადასახვა დანაყოფის წარმომადგენლები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება. დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს არაერთი მუხლით. შეიარაღებასთან დაკავშირებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს პირი ნამდვილად შეიარაღებულია. იყო მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებითაც. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირება“, - განაცხადა ყვარელში ჟურნალისტებთან საუბრისას, შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)