|
2021-09-08 21:25:45, 807 ნახვა
მსოფლიო
პარიზში 2015 წლის 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტში ეჭვმიტანილების სასამართლო პროცესები იმართება, გამკაცრებულია უსაფრთხოების ნორმები
საფრანგეთის პოლიციამ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები, პარიზის ცენტრალურ სასახლეში, 20 კაცის სასამართლო პროცესი იმართება, რომლებიც ექსვი წლი წინ პარზში მომხდარ ტერქატში არიან ეჭვმიტანილნი. 2015 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 130 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა, შეიარაღებული თავდასხმა მოახდინა ექვს ბარზე და რესტორანზე, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზზე და სპორტულ სტადიონზე . ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 1000-ზე მეტი პოლიციელი უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის უსაფრთხოებას. სპეციალურად აშენებულ სასამართლო დარბაზში შესულ ყველა ადამიანს მოუწევს გაიაროს რამდენიმე დეტექორი. ”ტერორისტული საფრთხე საფრანგეთში მაღალია, განსაკუთრებით ისეთ როცა იმართება თავდასხმების სასამართლო პროცესი”, - განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა რადიო „France Inter“- ს. სასამართლო პროცესი ცხრა თვის განმავლობაში გაგრძელდება, დაახლოებით 1800 მოსარჩელე და 300-ზე მეტი ადვოკატი მიიღებს მონაწილეობას. დაზარალებულთა ჩვენება 28 სექტემბერს დაიწყება. ერთი კვირა დაეთმობა“ სტად დე ფრანსზე“ და კაფეებზე თავდასხმებს, ოთხი კი ბატაკლანს. ბრალდებულთა დაკითხვა დაიწყება ნოემბერში. სასამართლო, განაჩენს სავარაუდოდ მაისის ბოლოს გამოიტნს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)