15:02 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-04 11:32:54, 648 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი - კოვიდ-19-ით დაღუპულთა უმეტესობა არავაქცინირებული პირია

თურქეთში კოვიდ-19-ით დაინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების 80–90% არავაქცინირებულებზე ან ვაქცინის ერთი დოზით აცრილ პირებზე მოდის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

„18 წლის და უფროსი ასაკის ჩვენი მოსახლეობის 78 %-ზე მეტს ერთი დოზა აქვს მიღებული, 60 %-ზე მეტი კი სრულად ვაქცინირებულია,“- აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, თურქეთში ამჟამად 500 000 აქტიური შემთხვევაა და 81% იმ ადამიანებზე მოდის, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არ არიან. ამასთან, ჰოსპიტალიზებული და დაღუპული პირების 90 %-ს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის არცერთი ან მხოლოდ ერთი დოზა აქვთ მიღებული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics