|
2021-08-24 12:47:53, 2236 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე – უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით
კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში უმძიმესი ვითარება გვაქვს, ვფიქრობ, უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უნდა დაიწყოს დისკუსია ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. „კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში უმძიმესი ვითარება გვაქვს. სამწუხაროდ, ყოველდღიურად მეტი ადამიანი ეწირება ამ ვირუსს, ვიზიარებ ამ ადამიანების ოჯახების მწუხარებას. ვფიქრობ, ჩვენი საერთო, ეროვნული ამოცანა დღეს უნდა იყოს კოვიდთან ბრძოლა და ადამიანთა სიცოცხლეების გადარჩენა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ და გავიმეორებ, რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები. მეორე – ნამდვილად ვფიქრობ, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხელისუფლების ხელშია არჩევნების გადადების საკითხი, მაგრამ ახლა არ არის იმის დრო, ვინ ვისკენ გაიშვერს ხელს და ვინ იტყვის პირველი, ვინ იტყვის მეორე ან ვინ იტყვის, ვის არ უნდა და ვის უნდა არჩევნები, ფაქტია, იმდენად მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, რომ პოლიტიკაც, არჩევნებიც და ყველაფერი გვაქვს ადამიანებისთვის. თუ ჩვენ ადამიანების სიცოცხლე არ გადავარჩინეთ და კომპლექსური ნაბიჯები არ გადავდგით ამ პირობებში, ვერანაირად ვერ წავალთ წინ", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)