|
2021-08-20 13:20:40, 1842 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - ნაადრევია ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, თუმცა მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება
ჯერჯერობით ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, თუმცა მცირე სტაბილიზაციის სურათი იკვეთება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთანავე, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების შემოღებაზე საუბარი არ არის. „ამ ეტაპზე, დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის. ერთ რაც შემიძლია ვთქვა, ციფრები დღეს არის შედარებით ოდნავ ნაკლები, ვიდრე იყო გუშინ ან თუნდაც კვირის დასაწყისში. კარგია, რომ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ, ჯერჯერობით ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მცირე სტაბილიზაციის სურათი იკვეთება. ჩვენ მთავარია დღეს აღვასრულოთ ის რეკომენდაციები და რეგულაციები, რომლებიც დღეს დაწესებულია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)